გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, „თიბისი ბანკი”, საქველმოქმედო ასოციაცია „თიბისი” და დაცული ტერიტორიების სააგენტომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც თუშეთში საცხენოსნო ტურისტული გზის გაყვანას ითვალისწინებს.
„თიბისი ბანკის” მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ და საქველმოქმედო ასოციაციის „თიბისი” ხელმძღვანელმა, მალხაზ ჩუგოშვილი. ასევე კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ხელმძღვანელი დევიდ მორისონი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, რატი ჯაფარიძე..
თიბისი ბანკი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და კავკასიის ბუნების ფონდთან.
თუშეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი ორწლიანია და მიზნად ისახავს 2014 წლისთვის თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას. სამუშაოები მიზნად ისახავს საცხენოსო ბილიკის რეაბილიტაციასა და ტურისტული თავშეფარის მშენებლობას.