RSS

ევროპაში კვლავ წყალდიდობაა

11 ივნ

wyaldidoba TurqetSiევროპის ზოგიერთ ქვეყანაში წყალდიდობა კვლავ გრძელდება.  “ევრონიუსის” ინფორმაციით, გერმანიაში წყლის დონე არ იკლებს და უკვე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს , რომელიც ქვეყანაში 2002 წელს დაფიქსირდა.
თუმცა, ზოგიერთ რაიონში წყლის დონემ 2002 წლის რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა კიდეც. ქალაქ ვიტენბერგში მდინარე ელბაში წყლის დონემ 7,85 მეტრს მიაღწია, რაც ნახევარი მეტრით მეტია 2002 წლის წყალდიდობის შედეგად აწეული წყლის დონეზე. 
ქალაქ მაგდებურგში ათასობით მოქალაქეა ევაკუირებული. წყალდიდობის პიკს გერმანიაში მომავალი კვირისთვის ელოდებიან.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეტში ადიდებული წყლის შეკავებას ჯერჯერობით ქვიშიანი ტომრების ბარიკადებით ახერხებენ.
ცენტრალურ ევროპაში სტიქიას უკვე 19 ადამიანი ემსხვერპლა. მიყენებულმა ზარალმა კი, რამდენიმე მილიარდი შეადგინა.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, წყალდიდობამ ლატვიასა და უკრაინასაც შეუტიოს.

http://www.ipn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s