ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ წალკის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობა დააზარალა. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარე ჯონი საბაძის განცხადებით, წალკაში სეტყვამ ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. მისივე თქმით, ძლიერმა სეტყვამ სოფლებში: ბარეთში, ლივადში, იმერაში, საბეჭისში, არსარვანში, ჩოლიანში, გოდაკლარში, ბეშთაშენში და ხანდოში მთლიანად გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ნათესები, კერძოდ, მოსახლეობა პრაქტიკულად, კარტოფილისა და მარცვლოვანი კულტურის გარეშე დარჩა.გამგეობაში შექმნილია შვიდკაციანი კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის, დეტალური ინფორმაცია კი კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.
წვიმამ ათამდე სოფელი დააზარალა
10
ივნ