RSS

ძლიერი წვიმა თბილისში – მოვარდნილმა წყალმა გლდანულის ხიდი წაიღო

10 ივნ

wvima3ძლიერი წვიმის შედეგად,  თბილისში ეზოები და რამდენიმე სარდაფი დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, მოსახლეობა ძირითადად დატბორილი ეზოებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ითხოვდა. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განმარტავენ, რომ ეზოების დატბორვა სანიაღვრო ქსელების გაჭედვამ გამოიწვია, რის გამოც, ზოგიერთ შემთხვევებში მაშველები მოსახლეობას დახმარებას ვერ უწევდნენ.თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ პირველი გამოძახება დილის ექვს საათზე დაფიქსირდა.

,, პირველი გამოძახება დილის ექვს საათზე დაფიქსირა, მოსახლეობა სახლების წინ დიდი გუბეების გამო გამოსვლას ვერ ახერხებდა. 2-3 სარდაფიდან წყლის ამოტუმბვაც გახდა საჭირო. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა ძირითადი პრობლემა სანიაღვრო ქსელების გადავსებამ გამოიწვია”, -აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში და აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე სულ 15-მდე გამოძახებაა დაფიქსირებული.

ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა გლდანულაში საფეხმავლო ხიდი წაიღო. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მოსული წვიმის შედეგად რამდენიმე სარდაფი დაიტბორა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s