RSS

ასზე მეტი მიტოვებული ძეგლი

09 Jun

ოლიკო ცისკარიშილი

ახმეტაში, ისტორიული ძეგლები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ზოგი ისეთ მდგომარეობაშია, რომ შესაძლებელია, მათგან ორი სამი წლის შემდეგ, საერთოდ აღარაფერი დარჩეს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ტაძრებს მოუვლელობა, წვიმა, ქარი და ყინვა ანადგურებს, ეკლესიის ფრესკებს მნახველები სპეციალურად აზიანებენ. საერთო სურათი საგანგაშოა. ახმეტაში ისტორიული მემკვიდრეობა ნელ-ნელა ჩვენივე უგულისყურობით ხელიდან გვეცლება. თუმცაღა, სახელმწიფო ინტერსესბში უნდა იყოს, მათი აღდგენა-რესტავრირება, თუნდაც ტურისტების მოსაზიდად.

“ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. ვიდრე ძეგლები არ დაკონსერვდება, ან არ რესტავრირდება არ შეიძლება მათი ტურისტული მარშრუტებში ჩასმა, რადგან ვიზიტორები უფრო აზიანებენ ძეგლებს. მუნიციპალიტეტში ასზე მეტი ძეგლია. და იმისთვის, რომ ტურიზმი განვითარდეს, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი,” – ამბობს ახმეტის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსი ფიცხელაური.

მისი თქმით, ეს ძეგლები კომუნისტების შემდეგ, არც არავის გახსენებია, თუმცა მაშინ გაკეთებული სამუშაოებიც არაპროფესიონალურად იყო შესრულებული. ამ ეკლესიების აღდგენა-რესტავრირებას პროფესიონალები სჭირდება.

ალექსი ფიცხელაური ერთ-ერთ ტაძარზე – საჩინოზე გულდაწვატილი გვიყვება, რომელიც კახეთში ალავერდის შემდეგ ყველაზე დიდი ტაძარი ყოფილა, ახლა კი გაპარტახებული და მიტოვებულია. “საოცარი გუმბათოვანი ტაძარია, შირიმის ქვითაა მოპირკეთებული მთლიანად რომ დაირღვეს ცოდოა, ეს ტაძარი რომ დაკონსერვდეს მაინც ძალიან კარგი იქნება. კიდევ გვაქვს უნიკალური ღვთაების მონასტერი, რომელიც მეექვსე საუკუნესაა აგებული, ანტონ მარტყოფლის მიერ დაარსებული. საერთოდ არ ჩანდა ბარდნარსა და ხეებში. საშინელ მდგომარეობაშია. ასევე დედათა მონასტერი, სადაც შემორჩენილია სამრეკლო, შესასვლელი კარიბჭე, ორ სართულიანი, საეპისკოპო სასახლე. სამნავიანი ბაზილიკაა შირიმისგან მოპირკეთებული, მარანი, კერიები და გალავანია ხუთ მეტრიანი… ესეც ინგრევა.  კედლები სულ ჩამორეცხილია და ნელ-ნელა ირღვევა. სასწრაფოდ მოვლა-პატრონობა სჭირდება,” – გვიყვება ალექსი, თუმცა ეს პრობლემები ზღვაში წვეთია.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s