RSS

ოკეანის დღე

08 ივნ
okeaneოკეანე — დედამიწის ზედაპირის მომცვლელი უწყვეტი გარსი, რომელიც გარს აკრავს კონტინენტებსა და კუნძულებს; ახასიათებს მარილების ერთნაირი შედგენილობა. ოკეანე ჰიდროსფეროს უმეტესი (94%) ნაწილია და მოიცავს დედამიწის ზედაპირის 70,8%. ოკეანის ცნებაში ხშირად იგულისხმება წყლის მასის ქვეშ მდებარე დედამიწის ქერქიც და მანტიაც. მსოფლიო ოკეანე იყოფა კონტინენტებითა და არქიპელაგებით შემდეგ ნაწილებად: წყნარი ოკეანე, ატლანტის ოკეანე, ინდოეთის ოკეანე, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე და სამხრეთის ოკეანე. 1992 წელს კონფერენციაზე, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა დაწესდა ახალი საერთაშორისო დღე – 8ივნისი მსოფლიოს ოკეანეების დღე. ამ დღიდან, დღესასწაულს აღნიშნავს ყველა, ვისაც კი რაიმე შეხება აქვს ბუნებასთან. ზოოპარკების, აკვარიუმებისა და დელფინარიუმების თანამშრომლები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ დაიცვან ოკეანეების მცხოვრებლები. 2008 წლიდან გადაწყდა, რომ დღესასწაული ოფიციალურად უნდა აღინიშნოს, რათა მოსახლეობამაც გაიგოს ამის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ოკეანეების ინტენსიურად შესწავლა მეოცე საუკუნის ნახევრიდან დაიწყო. იქმნებოდა რუქები – სად უფრო ღრმა ოკეანე და სად როგორი ოკეანური რელიეფია. ოკეანეში ყველაზე ღრმა ადგილი მარიანას ღრმულია. ის წყნარ ოკეანეშია. მისი სიღრმეა 10923 მეტრი ანუ თითქმის 11 კილომეტრი. ცნობილია, რომ წყნარ ოკეანეს წყნარი მაგელანმა დაარქვა, რადგანაც მისი ექსპედიციის დროს, 1519-1522 წლებში არც ერთხელ არ მომხდარა შტორმი.

მოამზადა ამალია ამბარცუმიანმა

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s