RSS

“გარემოს მონიტორინგისა და საინჟინრო ეკოლოგიის ცენტრი” სემინარს ატარებს

07 ივნ

Ttye 008ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტთან არსებული “გარემოს მონიტორინგისა და საინჟინრო ეკოლოგიის ცენტრი” ატარებს გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სემინარს თემაზე: “ეკოლოგიური პრობლემები და ახალგაზრდობა”.

5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით “გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა” (UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშნვა მიზნად ისახავს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას.

2013 წელს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა „დაფიქრდი, მიირთვი, დაიცავი,” რომელიც გარემოს დაცვითი პროგრამისა (UNEP) და გაეროს საკვები და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინფორმაციო კამპანია მიმართულია საკვების არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s