წყალდიდობამ, რომელიც ცენტრალურ ევროპაში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, ჩეხეთიდან სლოვაკეთში გადაინაცვლა. “სი-ენ-ენის” ინფორმაციით, ბრატისლავაში სტიქიას უკვე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. პირველად ისტორიაში, დუნაის წყლის დონემ სლოვაკეთის დედაქალაქში 10 მეტრს მიაღწია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პოლიციამ გადაკეტა ბრატისლავას ძველი ხიდი და რამდენიმე სანაპირო.
ცენტრალურ ევროპაში – ჩეხეთში, გერმანიასა და ავსტრიაში წყალდიდობის შედეგად უკვე დაღუპულია 15 ადამიანი, რამდენიმე ათასი ევაკუირებულია. თუმცა, სამივე ამ ქვეყანაში წყლის დონემ შედარებით იკლო. ახლა სტიქია უნგრეთსა და სლოვაკეთს უტევს.