RSS

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენა 7-9 ივნისს გაიმართება

06 ივნ

qvevri01ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებით, 7-9 ივნისს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენა “ექსპოჯორჯია 2013” გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასოციაცია “ქართული ღვინო” და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. 7 ივნისს გამოფენას ოფიციალურად გახსნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, შალვა ფიფია და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან დავითაშვილი. ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობს 60-ზე მეტი კომპანია. წარმოდგენილი იქნება, როგორც საუკეთესო ქართული ღვინო, ასევე ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი, სხვადასხვა რეგიონებიდან ადგილობრივი რეწვის უნიკალური ნიმუშები, ღვინის აქსესუარები და ღვინის ტურიზმი. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ასეთი მასშტაბის სტუმრები ამ გამოფენას არ ჰყოლია, რადგან წელს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან სტუმრები.

გამოფენაზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი მსხვილი ქართული კომპანიების გვერდით წარმოდგენილი იქნება მცირე და ოჯახური მარნების პროდუქცია. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ  გაეცნონ  და დააგემოვნონ  ქართული ბოთლისა და ქვევრის ღვინოების ნაირსახეობები.

ამასთან, “ექსპოჯორჯია 2013”-ში მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვედრები გამართონ ბაიერებთან, საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან, სომელიეებთან, ღვინის ექსპერტებთან, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებთან. სპეციალურად, გამოფენაზე დასწრების მიზნით, საქართველოს ესტუმრება სომელიეთა და ჟურნალისტთა ჯგუფი რუსეთიდან.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებით კონკურსი გაიმართება, რომლის ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან ქართველი და უცხოელი საერთაშორისო ექსპერტები, მაგისტრები და ღვინის სპეციალისტები.

“ექსპოჯორჯია 2013”-ის პარალელურად ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება, რომელსაც დაესწრება 40-მდე უცხოელი სტუმარი, ქვევრის ღვინის ექსპერტები, დისტრიბუტორები და ჟურნალისტები. სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდება პანელური განხილვები, ღვინის მასტერკლასები და ღვინის ტურები კახეთის რეგიონში.

ლევან დავითაშვილის თქმით, ეს აქტივობები მიმართულია საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ზრდის მიმართულებით და საექსპორტო პროდუქციის ამაღლების კუთხით. მისივე თქმით, ქართული მხარის ძალისხმევა მხოლოდ ერთი ბაზრის ათვისება არ არის.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s