დღეს, 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, ივ,ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID-ის მისიის დირექტორმა სტივენ ჰაიკინი კლიმატის ცვლილების საკითხებზე სტუდენტთა ესეების კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას USAID-ის მისიის დირექტორი სტივენ ჰაიკინთან ერთად, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი და უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ესწრებოდნენ. სტუდენტური ესეების კონკურსი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში ჩატარდა. კონკურსში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ჟიურიმ 10 საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა და კონფერენციაზე მათგან 3 საუკეთესო ესე შეარჩია. გამარჯვებულები: მერი აბულაშვილი, ნიკა წითელაშვილი და ლიკა აბრალავა ქინდლებით დაჯილდოვდნენ.
“კონკურსში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა, კომპეტენტურმა ჟიურიმ კონკურსის ტურში 10 საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა და კონფერენციაზე მათგან 3 საუკეთესო ესეს შეარჩევს კონკურსში მონაწილეთა ესეებმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები ფართო სპექტრი მოიცვა: კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოს რეგიონებზე; კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვითი საკითხები;კლიმატის ცვლილების ეკონომიკური ასპექტები;კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება;საზოგადოებრივი აზრი და ცნობიერება კლიმატის ცვლილების შესახებ;” – განაცხადა თამარ ბაგრატიამ, პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა,
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმოამდგენელმა.
პროგრამა “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” წარმოადგენს საკვანძო ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე. აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისათვის. სტივენ ჰაიკენმა კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობის მნიშვნელობაზე და აქტუალობაზე ისაუბრა. “ეს ის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომლის დასაძლევაშიც მთელმა მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, – განაცხადა მან.
ოლიკო ცისკარიშვილი