RSS

პრაღაში წყლის დონე იკლებს, თუმცა ზოგიერთ რაიონში ისევ საგანგებო მდგომარეობაა

05 ივნ

praRaპრაღაში არსებულმა დამცავმა ზღუდეებმა წყალდიდობის პიკს გაუძლეს და ჩეხეთის დედაქალაქში წყლის დონემ კლება დაიწყო. ამასთან ერთად, ტურისტებისთვისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის რიგი ობიექტები პრაღაში ჯერ კიდევ დახურულია და ქალაქის ცენტრში მეტრო ჯერ კიდევ არ მუშაობს, თუმცა დღეისათის 5 მეტროსადგურის გახსნა იგეგმება. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ წყლის დონე მდინარეებში მართალია იმატებს, მაგრამ უკვე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ინფორმაციით, პრაღაში წყალდიდობის გამო დაღუპულია რვა ადამიანი. ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, ოთხი ადამიანი კი ჯერ ჯერობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
დღედან, იგეგმება პრაღის ცნობილი ზოოპარკის ზედა ნაწილის გახსნა, რომელიც წყალდიდობის გამო არ დაზარალებულა. ზოოპარკის მეორე ნაწილი ჯერ ჯერობით კვლავ დატბორილია.

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა ცენტრალურ ევროპაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად. ამის შესახებ “ევრონიუსი” იუწყება. სტიქიის გამო, საგანგებო მდგომარეობა რჩება ჩეხეთის ზოგიერთ რაიონსა და გერმანიაში. დრეზდენში წყლის დონე 7 მეტრს აღწევს. კვლავ ევაკუირებულია ათასობით ადამიანი ბავარიისა და საქსონიაში, სადაც გამორთულია ელექტროენერგია.
“ბევრ ჩვენგანს კვლავაც არ დავიწყებია 2002 წელს მომხდარი საშინელი წყალდიდობა, რომლის ლიკვიდაციასაც რამდენიმე წელი დასჭირდა. მთავრობა ყველაფერს იღონებს, რომ ამჯერად სათანადოდ გავუმკლავდეთ სტიქიას”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
წყლის დონე არ იკლებს არც ავსტრიაში, სადაც მდინარეები ბოლოს ასეთ დონეზე 10 წლის წინ იყო ადიდებული.
კალაპოტიდან გადმოსულია დუნაი, ელბა, რაინი, ილცი, ვლტავა და რამდენიმე სხვა მდინარე.
სტიქია ემუქრება ევროპის სხვა ქვეყნებსაც. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქვეყნის ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ჯერჯერობით, მეტეოროლოგები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. ცენტრალური ევროპა 2002 წლის აგვისტოშიც მოიცვა ძლიერმა წყალდიდობამ, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში ევროპის უძლიერეს წყალდიდობად მიიჩნიეს და რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s