RSS

ევროპაში წყალდიდობაა – “პრაღა იძირება!”

04 ივნ

chexeTiძლიერი წყალდიდობის გამო, ჩეხეთის ხელისუფლება იძულებული გახდა წყალსაცავებში წნევის შემცირების მიზნით ხელოვნური გადინება მოეწყო, რის შედეგადაც წყლის უდიდესი ნაკადი პრაღის მიმართულებით მიედინება. მდინარე ვლტავაში წყლის დონე იმატებს და ის უახლოეს პერიოდში კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს. ჩეხეთის საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რომ “პრაღა იძირება”. სხვადასხვა ინფორმაციით წყლის დონე მდინარეში საათში 10-დან 20 სმ-მდე იზრდება.
ამ დროისთვის ჩეხეთში წყალდიდობის შდეგად დაღუპულია შვიდი ადამიანი. ავსტრიაში დაღუპულია ორი, სამი კი დაკარგულად ითვლება .
ჩეხეთში გამოცხადებულია საგაnგებო მდგომარეობა. სამი ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი სახლები. ხელისუფლება იძულებული გახდა პრაღის ზოოპარკიდან ცხოველების ევაკუაციაც მოეხდინა.
გერმანიის სამხრეთით მოსახლეობის დასახმარებლად საჯარისო დანაყოფებია მობილიზებული.
ბავარიის ქალაქ პასაუში წყალის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს გადააჭარბა. დამკვირებელთა განცხადებით ასეთი, რამ XVI-ს შემდეგ არ დაფიქსირებულა.
სინოპტიკოსების განცხადებით, უახლოეს დღეებში არსებული ვითარება შენარჩუნდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ წყალდიდობის გამო, ჩეხეთის რესპუბლიკის უმეტეს ნაწილში საგანგებო ვითარებაა შექმნილი – შეფერხებით მუშაობს კომუნიკაციის სისტემა და შეზღუდულია მიმოსვლა როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის რეგიონებში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ჩეხეთის რესპუბლიკაში:

+420777999168 – ალექსანდრე ჭელიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;

+420777222053 – თეიმურაზ ფურცელაძე, საქართველოს კონსული;

http://www.ghn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s