მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ქალაქ თბილისის გარშემო სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (მცხეთა, ლისი, თეთრიწყარო და ა.შ) შეინიშნებოდა მერქნიან მცენარეებზე მავნე მწერების ინტენსიური გავრცელება.
სპეციალისტების მიერ შესწავლის შედეგად დადგინდა მწერების სახეობა: მზომელები – ცქვლეფია (Erannis defoliaria) და მოზამთრე – (Operophtera brumata)გვინდა ვაცნობოთ მოსახლეობას, რომ მზომელები ერთწლიანი დასახლებით არ იწვევენ ფოთლოვანი ხეების ხმობას. მათი კერა საშიში ხდება თუ 2-3 წლის განმავლობაში გამოიწვიეს ხე- მცენარეების 80%-ზე მეტი დეფოლაცია.
ასევე, აღნიშნული მწერები, მათი ბიოლოგიიდან გამომდინარე, მაისის ბოლოსთვის ჩადიან მიწაში დასაჭუპრებლად და შესაბამისად, აღარ წარმოადგენენ საფრთხეს როგორც ტყის შემქმნელი სახეობებისათვის ასევე, ხეხილისთვის.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელდება მუდმივი მონიტორინგი, ხოლო მომავალი წლის გაზაფხულის დადგომისთანავე, მწერების განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდება მათთან ბიოპრეპარატებით ბრძოლის ღონისძიებები.