ოლიკო ცისკარიშვილი
სოფელ ფშაველის ჩრდილო-დასავლეთით, თელავი-ომალოს საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, მდინარე სტორის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ გორაკზე, მიტოვებული ეკლესიაა, წყაროს თავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც ადგილობრივები, ისევე როგორც ყველა წმინდა ადგილას, დღესასწაულებზე გადიან და წესისამებრ ცხვარს წირავენ.
წყაროს თავი ბაზილიკაა V ს-ში ნაგები. გუმბათიან ეკლესიად გადაკეთდა X-XI სს გადაკეთდა.
მიუხედავა იმისა, რომ ოდესღაც ვიღაც ღვთისნიერს ეკლესიის ეზოში წარწერა დაუტოვებია – ნუ დაანაგვიანებთ წყაროსთავის მიმდებარე ტერიტორიასო, მაინც მოუვლელი და მიგდებულია, მისი ეზო. თუმცა მხოლოდ ეზო არაა პრობლემა, განადგურებულია უნიკალური ფრესკები. მომლოცველები პირდაპირ კედლებზე ანთებენ სანთლებს და ისიც ნადგურდება, რაც აქამდე შემორჩენილია. ეს ეკლესიაც, როგორც მის გარშემო მრავალი სხვა, ღამურებისა და მწერების თავშესაფრადაა ქცეული და სასწრაფოდ მოვლესა და ყურადღებას საჭიროებს.
წყაროსთავიდან მარჯვნივ ულამაზესი ალაზნის ველი იშლება, მარცხნივ კი თუშეთის განუმეორებელი მთების ხედი.