წავკისის მცხოვრებლები წავკისის ტყის გაჩეხვის შეჩერებას და თბილისის მერიისა და “მედ ჯგუფ საქართველოს” წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ. როგორც წავკისის მცხოვრები ალექსი ქოროღლიშვილი აცხადებს, წავკისის ტყის ადგილას “მედ ჯგუფი საქართველო” ბიზნეს-პროექტს ახორციელებს და ეს ტერიტორია მისი საბაზრო ღირებულებიდან გაცილებით ნაკლებ ფასად, კვადრატული მეტრი 5 ლარად იყიდა მერიისგან. “აქედან გამომდინარე, აშკარად იკვეთება მერიის დაინტერესება ამ პროექტის მიმართ და აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ უტყუარი ინფორმაციაც გვაქვს. გარდა ამისა, ტყესთან არსებული მიწის ნაკვეთები მერიის მიერ იძულების წესით წაართვეს კერძო მესაკუთრეებს და იძულების წესით წართმეული ტერიტორიაც ამ პროექტის განხორციელებისთვის უნდათ. დარღვევაა ისიც, რომ ტყის ტერიტორია მერიამ “მედ ჯგუფ საქართველოს” მიჰყიდა პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე. მოვითხოვთ ჩატარდეს გამოძიება ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით და შეჩერდეს ტყის გაჩეხვა, რადგან ეს ტყე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც წავკისის, ასევე მთელი თბილისისთვის”, – აღნიშნა ქოროღლიშვილმა.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში რამდენიმე განცხადება უკვე შეტანილია. გარდა ამისა, წავკისის მცხოვრებლები ხუთშაბათს, 12:00 საათზე თბილისის მერიასთან აქციას გამართავენ.
წავკისის მცხოვრებლები წავკისის ტყის გაჩეხვის შეჩერებას ითხოვენ
02
ივნ