ოკლაჰომას გარეუბან მურსში, სადაც რამოდენიმე დღის წინ ტორნადოს შედეგად 24 ადამიანი გარდაიცვალა, სტიქია გუშინ გვიან ღამით ისევ გამეორდა და მას ხუთი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის დედა და შვილი.
ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება.
მაუწყებლის ინფორმაციით, ძლიერ ქარს ოკლაჰომაში წვიმაც მოჰყვა, რამაც ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია.
ასევე ამ დრომდე უცნობია არიან თუ არა უგზო–უკვლოდ დაკარგულები, ასევე ზარალის ოდენობაც გაურკვეველია.
აშშ-ს ეროვნული ამინდის სამსახურის პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, რომ შტორმი ოკლაჰომაში აღმოსავლეთიდან შევიდა და ძლიერი ქარი იქ სავარაუდოდ რამოდენიმე დღე ისევ იქნება.