ოკლახომაში, ქარიშხალზე მონადირე მეცნიერი დაიღუპა. ტიმ სამარასთან ერთად, გარდაიცვალა მისი შვილი და კიდევე რთი მეცნიერი. რადიო “ვესტი ფმ”-ის ცნობით, ტორნადომ ისინი ქალაქ ელ რინოსთან იმსხვერპლა.ტიმ სამარასი მრავალი წლის განმავლობაში, იკვლევდა ტორნადოს და ითვლებოდა ყველაზე ავტორიტეტულ ესპერტად ამ სფეროში. მას მიყავდა ტელევიზიით პროგრამა ქარიშხლებზე – მაყურებელს შეეძლო ეხილა ქარიშხლის უნიკალური კადრები, რომლებიც გადაღებული იყო ზემგრძნობიარე აპარატურით. სპეციალურად აღჭურვილ ავტომობილით სამარასს მუდამ გამოსდიოდა ძალიან ახლოს გადაღებული ტორნადოს კადრები.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს ხუთი ტორნადო დაატყდა თავს ოკლახომას, მისურის და ინინოესს. გარდაიცვალა 10 ადამიანი.