2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა, რომელიც კოალიცია “მტკვარ-არაქსის” ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ეს დღე უკვე 12 წელია აღინიშნება.სამინისტროს ინფორმაციით, მტკვარი ტრანსსასაზღვრო მდინარეა, რომელიც მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს. მტკვრის აუზის ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია; მდინარის მთლიანი სიგრძე – დაახლოებით 1515 კილომეტრი.
საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია, რაც მოიცავს 42615 კვადრატული კილომეტრის ფართობს.
საქართველოს მტკვრის აუზში ბინადრობს: ამფიბიების 12, რეპტილიების 15, მცირე ზომის ძუძუმწოვრების 62, მტაცებლების 15, ჩლიქოსანთა 7 და ფრინველის 300-ზე მეტი სახეობა. წყლის რეზერვუარებში გვხვდება 23 ადგილობრივი და 12 გავრცელებული სახეობის თევზი.
მდინარე მტკვარზე დასუფთავების აქცია საქართველოში პირველად 1907 წელს ჩატარდა.
დღეს, მტკვრის დაცვის დღეა
02
ივნ