საქართველო, თბილისი – 2013 წლის 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, 15.00 საათზე, ივ,ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID-ის მისიის დირექტორი სტივენ ჰაიკინი კლიმატის ცვლილების საკითხებზე სტუდენტთა ესეების კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვების ცერემონიალს დაესწრება. კლიმატის ცვლილების საკითხებზე სტუდენტთა ესეების კონკურსი სტუდენტთა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში ტარდება;კონკურსში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა, კომპეტენტურმა ჟიურიმ კონკურსის ტურში 10 საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა და კონფერენციაზე მათგან 3 საუკეთესო ესეს შეარჩევს კონკურსში მონაწილეთა ესეებმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები ფართო სპექტრი მოიცვა: კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოს რეგიონებზე; კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვითი საკითხები;კლიმატის ცვლილების ეკონომიკური ასპექტები;კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება;საზოგადოებრივი აზრი და ცნობიერება კლიმატის ცვლილების შესახებ;
პროგრამა “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” წარმოადგენს საკვანძო ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე
აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისათვის.