RSS

კახეთში კალიების წინააღმდეგ წამალს უშვებენ

30 მაისი

yvarlis tba 011კახეთში კალიების წინააღმდეგ წამლობა გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონებში საშიში მავნებლის – იტალიური და მაროკოული კალიის წინააღმდეგ ქიმიურ წამლობას აგრძელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 2097 ჰექტარი ფართობი.
ქიმიური წამლობა სპეციალური სამანქანო დანადგარების გამოყენებით ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, სადაც სააგენტოს 4 ეკიპაჟი მუშაობს.
კახეთის რეგიონში ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 1497, ხოლო ქვემო ქართლში 600 ჰექტარი ფართობი, სადაც წამლობა უკვე დასრულდა. მიმდინარე წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაგეგმილია 15000 ჰექტრის დამუშავება. მათ შორის, უახლოეს მომავალში იგეგმება ავიაწამლობა.
წამლობის ღონისძიების ორგანიზების მიზნით შექმნილია მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს სამუშაოების დაგეგვმას. შტაბს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი თენგიზ კალანდაძე ხელმძღვანელობს.
ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის “მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის” ფარგლებში ხორციელდება.
იტალიური და მაროკოული კალია მცენარეთა განსაკუთრებით საშიში მავნებელია, რომელიც ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

http://www.ipn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s