ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შეფასებასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას მიმართა მარტის თვეში საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით. აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიის (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) მიერ მოხდა ხუდონის პროექტის გზშ-ს შესწავლა და ანგარიშის მომზადება, სადაც ჰოლანდიელი ექსპერტები თავის რეკომენდაციებს სთავაზობენ გარემოს დაცვის სამინისტროს.
ჰოლანდიელების დასკვნაშიც აღნიშნულია, რონ მასალები რომელიც მათ გადაეცათ არ იყო საკმარისი სრულფასოვანი რეკომენდაციების შესამუშავებებლად. აქვე აღსანიშნავია რომ ხუდონის პროექტის გზშ, რომელიც ექსპერტებს ქონდათ იყო პირველადი- 2012 წლის მაისის ვარიანტი. ხუდონჰესის კომპანია აწარმოებს კვლევებს სხვადასხვა მიმართლებით და ახალ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის წარდგენას აპირებს 2013 წლის ივნისში. ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია აცხადებს, რომ მათ მიერ დაქირავებული კომპანია, რომელიც გზშ-ზე მუშაობს სხვა კონტრაქტორებთან ერთად აღნიშნულ სამუშაოებს დაასრულებს 2013 წლის ივნისის თვეში და სწორედ ამის შემდგომ ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია გზშ-ს საბოლოო ვარიანტს წარუდგენს გარემოს დაცვის სამინისტროს.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჰოლანდიელი ექსპერტების დასკვნის მიხედვით, „ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი შესრულებულია საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების მიხედვით” (გვ.22), ასევე კომისიას მიაჩნია, რომ შემოთავაზებული კაშხლის ტიპი, კაშხლის პარამეტრები და განლაგება საუკეთესო ვარიანტია საინჟინრო თვალსაზრისით. (გვ.27)
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ანგარიში იძლევა ადეკვატურ ინფორმაციას:
-წყლის და ხმელეთის ფლორასა და ფაუნაზე; -ხუდონის წყალსაცავი დამაჯერებლად აჩვენებს, რომ ევტროფიკაციის პროცესი (წყლის ხარისხის გაუარესება) წყალსაცავში არ განვითარდება;- კლიმატის ცვლილება (მიკრო და მაკრო მასშტაბით) არ წარმოადგენს ამ პროექტისთვის პრობლემურ საკითხს;- ხუდონჰესის წყალსაცაის შექმნასთან დაკავშირებით არ წარმოიქმნება ჯანმრთელობის პრებლემები . (გვ.29)
ჰოლადიელებმა ექსპერტებმა მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით გზშ-ში მოყვანილი ინფორმაციები განიხილეს 13 კრიტერიუმის მიხედვით, რათა შეედარებინათ ხუდონჰესის კაშხალი სხვა 49 დიდ კაშხალთან მთელ მსოფლიოში, ამის მიხედვით:
-დასატბორი ტერიტორია მეგავატებთან შედარებით:
ხუდონჰესის სიმძლავრე 702 მგვ, წყალსაცავის ზედაპირი 520 ჰა. გენერაციის სიმძლავრესთან შეფარდებით წყალსაცავის ფართობი მცირეა, რაც საკმაოდ კარგი მაჩენებელია.
-წყლის დაგროვების დრო: მდინარის ხარჯი 114 მ3/წამში და რეზერვუარის მოცულობა 364,5 მლნმ3. საშუალო წყლის შევსების დრო არის 37 დღე. წყალსაცავში წყლის ხარისხის პრობლემა არ არსებობს წყლის შევსების დროის სიმცირის გამო.
ჰოლანდიელი ექსპერტების დასკვნის მიხედვით, გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები: სედიმენტაცია (რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან ქართველი სპეციალისტები და მიუთითებენ რომ ეს მცდარი დასკვნა დაფუძნებულია იმაზე რომ შესაბამისი, აუციელებლი ინფორმაცია არ ქონდათ ჰოლანდიელებს) განსახლების გეგმა და კომპენსაცია. როგორც ჰოლანდიელი ექსპერტები აღნიშნავენ ამ საკითხების გათვალისწინების შემთხვევაში და გარემოზე ზემოქმედების შერბილებით ხუდონჰესის პროექტი დაიმსახურებს დადებით შეფასებას.