RSS

ოზურგეთში მგლებმა კვიცი დაგლიჯეს

29 მაისი

mgeliოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ამ დილით მგლებმა  ორი კვიცი დაგლიჯეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არსებულ საძოვარზე მოხდა.  ფაქტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ მგლების ხროვა დილით, დაახლოებით, 7 საათზე შენიშნა, მაშინ როცა  საქონელს საძოვარზე მიერეკებოდა.ადგილობრივები ამბობენ, რომ მგლები, სოფელს გასულ წლებშიც ესხმოდნენ თავს, მაგრამ ახლა უკვე საგანგაშო მდგომარეობაა, ხროვაში იყო 4 მგელი და მისი ლეკვები.
“ბოლო ერთი თვის განმავლობაში 10 ძროხა დაგლიჯა, დღეს ორი კვიცი, ერთი კვიცი ორი დღეა დაკარგულია, ალბათ, ისიც დაჭამა ცხოველმა”, _ აცხადებენ ადგილობრივები და ხელისუფლებას დროულ დახმარებას სთხოვენ.
“ჩვენ არ გვაქვს მოკვლის უფლება, დასჯადიაო გვეუბნებიან, არც იარაღი გვაქვს, რომ გვქონდეს და რომც მოვკლათ, დაგვაჯარიმებენ. ამიტომ ვთხოვთ ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს დახმარებას, სანამ საშინელება მოხდება და ადამიანს არ დაესხმება თავს”, _ განაცხადეს სოფელ მერიაში მაცხოვრებლებმა.
სოფელ მერიის რწმუნებული აცხადებეს, რომ მან უკვე აცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ წერილობითი განცხადებით მიმართავენ შესაბამის სამსახურებს, რათა შესაბამისი რეაგირება მოხდეს.

http://www.ipn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s