RSS

გარემოს დაცვის სამინისტრო ტრავერტინის საკითხს შეისწავლის

29 მაისი

oliko179ყაზბეგის რაიონში გუდაური-კობის საგზაო მონაკვეთზე, სადაც გვირების შეკეთება მიმდინარეობს, მშენებლებმა გზა პირდაპირ “ტრავერტინების ველზე” გაიყვანეს. ადგილობრივების ცნობით, ამჟამად ახლადგაყვანილ გზაზე მიმდინარეობს ტექნიკის გადადგილება. “ჩვენთვის გასაგებია, რომ მიმდინარეობს გვირაბის შეკეთება, მაგრამ ის, რაც ტრავერტინებს გაუკეთეს არის მავნებლობა”, – აცხადებენ ადგილობრივები. მათივე განმარტებით, არც მშენებლები და არც ხელისუფლების წარმომადგენლები ამ “მავნებლობასთან დაკავშირებით” განმარტებებს არ აკეთებენ. “ეტყობა ამ ადამიანებს ეს საკითხი არ აღელვებს. არც გარემოს დაცვის სამინისტროს გაუკეთებია რაიმე სახის რეაგირება, და ფაქტია, რომ ამ ყველაფერს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანადგურებს”, – აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.

გერგეთისკენ მიმავალ გზაზე არსებული ტრავენტინების ველი ყაზბეგის ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია. ტრავერტინი – ფორიანი, მცირე სიმკვრივის ნახევარკრისტალური მყარი წვრილმარცვლოვანი ქანია, რომელიც წარმოიქმნება ცხელი ან ცივი წყაროებისგან, კალციუმის კარბონატის (უფრო ხშირად არაგონიტის) დალექვის შედეგად. ხშირად შეიცავს მცენარეების ანაბეჭდებს, ხმელეთის ან მტკნარი წყლის მოლუსკების (გასტროპოდების) ნიჟარებს. მეცნიერები განმარტავენ, რომ ყაზბეგის მიდამოებში არსებული მინერალური წყლების წარმოშობას, სწორედ “ტრავერტინების ველი” განაპირობებს. ველის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი მინერალური წყლებია. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე გზის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ადგილზე გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე არსებულ სიტუაციის გასარკვევად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და მისი ტერიტორიული ორგანოს აღმოსავლეთ ცენტრალური სამსახურის თანამშრომლები ადგილზე უკვე მიემგზავრებიან.
სამინისტროში განმარტავენ, რომ უწყების წარმომადგენლები სიტუაციას შეისწავლიან და სათანადო რეაგირებასაც მოახდენენ.
სამინისტროში, ჯერ-ჯერობით ვერ აკონკრეტებენ რომელი კომპანია ახორციელებს გზის სამშენებლო სამუშაობს. მათი თქმით, დეტალური ინფორმაცია დღის ბოლოს ექნებათ.

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s