RSS

ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის პრობლემებზე კონფერენცია ტარდება

28 მაისი

wvima777საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენცია “ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემები”. ღონისძიება ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დაარსების 60 წლისთავსა და მისი პირველი დირექტორის, მეცნიერების გამოჩენილი ორგანიზატორის ვასილ ლომინაძის დაბადების 100 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციის პროგრამაში შედის: 1. წყლის რესურსები, მათი პროგნოზები და მართვა; 2. საინჟინრო ჰიდროლოგია; 3. მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია; 4. ბუნებრივი გარემოს დაბინძურება; 5. ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური პროცესების მოდელირება.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემია, საქართველის საინჟინრო აკადემია,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი.

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი; თანათავმჯდომარეები – ჰმი-ის დირექტორი თენგიზ ცინცაძე; ჰმი-ის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების გამგე ნოდარ ბეგალიშვილი; ჰმი-ის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ბაკურ ბერიტაშვილი; სწავლული მდივანი – ჰმი-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მაია მელაძე; საორგანიზაციო კომიტეტის წევრები – ჰმი-ის წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ვასილ ცომაია; ჰმი-ის კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგე ელიზბარ ელიზბარაშვილი; ჰმი-ის ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგისა და პროგნოზების განყოფილების გამგე ლიანა ინწკირველი; ჰმი-ის ამინდის პროგნოზების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილების გამგე თეიმურაზ დავითაშვილი; ჰმი-ის დირექტორის თანაშემწე ნარინე არუთინიანი; ჰმი-ის მდივან-რეფერენტი იზაბელა გელაძე; ღონისძიების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ცინცაძე.

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები (სტატიები) გამოიცემა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის შრომათა ცალკე კრებულად.

ღონისძიება 30 მაისს დასრულდება.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s