უძველესი ტახტიგორის ეკლესიის ნახვა შეიძლება ტახტიგორაზე, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე – ბაწარა-ბაბანეულისა და ილტოს დაცულ ტეროტირიაზე.
2006 წელს გარემოს დაცვის გლობალური ფონდისა და მხოფლიო ბანკის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა ტახტიგორაზე თამარ მეფის სახელობის პატარა ეკლესიის (X-XII სს) აღდგენა. ეკლესიის აღდგენაში მონაწილეობდნენ სათემო კავშირი “ლალისყურელი გლეხები”.
ამ ეკლესიის გარშემო ნაშთების ხილვისას შეგიძლიათ წარმოიდგონოთ, როგორ უხმობდა სოფლის მაცხოვრებლებს სალოცავად ეკლესიის ზარი. როგორ აშენებდნენ უძველეს დროში მშენებლები და ქვისმთლელები და მშენებლობისას, როგორ იყენებდნენ მასალად კვერცხს, სწორედ, ისე, როგორც ახლა ცემენტს.
ეკლესია უძველესი სალოცავია ადგილობრივებისთვის. მათი თქმით, ყველა სალოცავთან აკაკის ხე ამოდის. ეს წმინდა ხე არა მარტო ტახტიგორის ეკლესიასთან შემხვდა.