დღეს, საქართველოში 5 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
სპეციალისტების თქმით, მიწისძვრა ქალაქ სოხუმის ჩრდილო-აღმოსავლეთით 39 კილომეტრში იყო. სოფელ ცემურიდან 23 კილომეტრში.
მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იგრძნობოდა. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.