RSS

პირველად საქართველოში პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით, ემბრიონების გადანერგვა განხორციელდა

25 May

IMG_3759სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, პირველად საქართველოში, კომპანია “კავკასიის გენეტიკის” სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით, ემბრიონების გადანერგვა განხორციელდა. ტრანსპლანტაცია  ცენტრის მიერ მოწვეულმა  გერმანელმა სპეციალისტმა, დოქტორ ჯეიკობ შერცერმა, ჩაატარა.ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით გალეგაშვილი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცხოველეობის დარგის სპეციალისტები და ფერმერები.

ემბრიონის გადანერგვის ტექნოლოგია არის უსწრაფესი გზა პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისათვის.  ტრანსპლანტირება ჯიშიანი  ფურებისგან  მრავალრიცხოვანი  შთამომავლობის მიღების საშუალებას იძლევა.

ემბრიონის, ანუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის  გადანერგვა  შესაძლებელია განხორციელდეს ადგილობრივი რეციპიენტის ფურებისათვის, რაც განაპირობებს გაუმჯობესებული, მაღალპროდუქტიული ჯიშის  ხბოს დაბადებას. სხვადასხვა ზომის ადგილობრივი ჯიშის ფურისათვის,  ხდება შესაბამისი ჯიშის ემბრიონის შერჩევა. ეს საშუალებას აძლევს ფერმერს,  ანალოგიური ხალასჯიშიანი პირუტყვის იმპორტთან შედარებით  დაზოგოს  დაახლოებით 5000 ლარი.

კომპანია “კავკასიის გენეტიკა” დაფუძნდა 2006 წელს და დღემდე წარმატებულად საქმიანობს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენების, ხელოვნური განაყოფიერების გზით ჯიშობრივი გაუმჯობესების და საკონსულტაციო მომსახურეობის კუთხით.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s