RSS

ომალომდე გზა გახსნილია

24 May

TuSetisken 013თუშეთში,  ომალომდე,  გუშინ საღამოს უკვე გზა გახსნილი იყო. ტრაქტორები გზის გაწმენდით სამუშაოებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებდნენ.  თოვლისგან გაწმენდილ გზას პირველად მეცხვარეები და მენახირეები გადაივლიან თავიანთი საქონლით, რომ ბარიდან მთაში დროულად აბრუნდეს ფარები და ნახირები. უახლოეს მომავალში თუშეთს ტურისტების მიღებაც შეეძლება.

წესით, ყოველი წლის ოქტომრის ბოლოდან მთიდან ბარის საძოვრებზე ჩამოყავთ საქონელი და აპრილის ბოლოსკენ ისევ უკან, მთაში აბრუნებენ. წელს კი უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, ეს პროცესი მაისი ბოლომდე გაიწელა.

“წესით, საქონელი ზამთრის საძოვრებიდან, უკან, მთაში აპრილის ბოლოსკენ  ბრუნდებიან. ცხვარი გინდა თოვლი იყოს მაინც გადადის, თოვლი არ უშლის ხელს, მაგრამ ძროხას უჭირს გავლა. ძროხები უხელტეხილი როცა იხსნება მაშინ გადაჰყავთ, ეხლა გზა რომ იხსნება პირველ რიგში მწყემსები გადავლენ, რომ ბარგი გადაიტანონ და თან ძროხებსაც გადაიყვანენ.

ტრაქტორები უკვე შევიდნენ ომალომდე. თოვლს ინტენსიურად წმენდენ. ტრაქტორები გზებს  წვიმისგან ნაშალ მიწისგანს, მეწყერებისგანაც ასუფთავებენ. თუმცა ზაფხულშიც ხშირად მუშაობენ გზის გაწმენდით სამუშაოებზე. ერთი ტრაქტორი უღალტეხილზეა, ერთიც აქეთ და საითაც დაიკეტება გზა, იქით წმინდავენ,” – გვიყვება თუში იური ომაიძე. მისი აზრით, მალე თუშეთში ადგილობრივებს ტურისტების მიღებაც შეეძლებათ.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტშიც. დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გზის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 18-72კმ–ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
“ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების გამო 9 ნოემბერს დაიკეტა. აღნიშნულ მიმართულებაზე ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად დაიწყო და 24 მაისიდან, თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის თავისუფალია”, _ აცხადებენ დეპარტამენტში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s