ოხოტსკოს ზღვაში მოხდარი მიწისძვრის გამოძახილმა მოსკოვამდე მიაღწია.
“შეიძლება, სწორედ ამ მიწისძვრის შედეგი იყო, რომელიც მოსკოვმა იგრძნო. მიწისძრა მოხდა 600 კილომეტრ სიღრმეში და დიდი ტერიტორია მოიცვა. ის იგრძნეს კრასნოიარსკში, ბლაგოვეშენსკშიც ციმბირის მთელ ტერიტორიაზე,” – აცხადებენ რუსეთის გეოფიზიკის სამსახურში.
მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7, 5 ბალი იყო პარასკევს პეტროპავლოვკ-კამჩატკაზე იგრძნობოდა, ეპიცენტრში, ოხოტსკოს ზღვაში, მისი სიმძლავრე 8, 2 ბალი იყო. მიწისქვეშა ბიძგები ხუთი წუთის განმავლობაში იგრძნობოდა. წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი და ნგრევა მიწისძვრას არ მოჰყოლია.