RSS

ეკოფაქტი სამი წლის გახდა…

22 მაისი

1232.jpgსამი წლის წინ, ერთ-ერთ ტრენინგზე, სადაც ნათია კუპრაშვილის წყალობით, მივხვდი რა იყო ბლოგი და ბლოგინგი, დაიბადა იდეა… სახელიც კარგა ხნის ფიქრის შემდეგ, ჩემს მეგობართან ერთად, მოვიფიქრე – ეკოფაქტი. მას შემდეგ, ნელ-ნელა ჩამოყალიბდა იდეები, ეკოლოგიისა და გერმოს პრობლემების გაშუქებას მიემატა, როგორც სამკურნალო, ასევე ეკოტურიზმის განვითარების პრობლემებზე სტატიები…

ამ სამი წლის განმავლობაში, ბევრი წარუმატებელი მცდელობა იყო, რომ ბლოგი ჩამოყალიბებულიყო სერიოზულ მედია საშუალებად, და კონკურენცია გაეწია წამყვან მედია საშუალებებისთვის, თუმცა უშედეგოდ. უამრავი პროექტი დარჩა თაროზე შემოდებული და როგორც ჩანს, ძლიერთა ამა ქვეყნისათა, სულაც არ ანაღვლებთ არც ტურიზმის განვითარება და არც ეკოლოგიური პრობლემებით სავსე ქვეყანა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეკოფაქტის გვერდებზე გამოქვეყნებულ მასალებზე, ხშირად შესაბამისი ორგანოები რეაგირებენ.

მიუხედავად ამისა, ეკოფაქტი სულდგმულობს და კიდევ აგრძელებს მუშაობას, იმ ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე ადამიანებისგან, რომლებსაც აწუხებთ ეს პრობლემები. მადლობა მინდა გადავუხადო, მათ ამ თავდადებისთვის (ამალია ამბარცუმიანი, ბელა არუთინოვი, ხატია გოგოხია, ლამუნა ჯიჯელავა, ქრისტინე ჯაგიევი, გიორგი ზედგინიძე, შალვა მამუკაშვილი…). ბევრი ვისწავლეთ, ბევრი გავაკეთეთ, გავიზარდეთ… მადლობა მინდა გადავუხადო ასევე IREX, მისი წყალობით, ორი წლის განმავლობაში, ბევრი და საინტერესო რეპორტაჟი გაკეთდა და გამოქვეყნდა ეკოფაქტის გვერდებზე. მადლობა ყველა იმ მედია საშუალებას და ბლოგერს, რომლებიც თანამშრომლობენ ეკოფაქტთან. ხშირად გვწერენ, რომ ასეთი პორტალი არაა ქართულ მედია სივრცეში, ხშირად მადლობების წერილებსაც ვიღებთ, მადლობა ყველა მკითხველს, თქვენი მხარდაჭერის გარეშე, ეკოფაქტი არ იქნებოდა ეკოფაქტი.

მადლობა იმ ნდობისთვის, რომელსაც გვიცხადებთ…

Advertisements
 

One response to “ეკოფაქტი სამი წლის გახდა…

  1. თემატური ბლოგი

    22/05/2013 at 18:57

    მადლობა თქვენ ამდენი შრომისა და თავდადებისთვის. მეტ წარმატებებსა და დიდ წინსვლას გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაიზრდება ეს საიტი და მოკლედ ყველაფერი კარგად იქნება. ამ წერილში გულდაწყვეტა იგრძნობოდა და მართლაც სამწუხაროა, თუ ბევრ მნიშვნელოვან პროექტის ზემდგომი პირები არ დაეხმარნენ. თქვენ კი კვლავ ენთუზიაზმით განაგრძობთ მღვაწეობას! ეს მისასალმებელი და დიდად დასაფასებელი ფაქტია.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s