28-30 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენცია “ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემები. ღონისძიება ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დაარსების 60 წლისთავსა და მისი პირველი დირექტორის, მეცნიერების გამოჩენილი ორგანიზატორის ვასილ ლომინაძის დაბადების 100 წლისთავს ეძღვნება.კონფერენციის პროგრამაში შედის: 1. წყლის რესურსები, მათი პროგნოზები და მართვა; 2. საინჟინრო ჰიდროლოგია; 3. მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია; 4. ბუნებრივი გარემოს დაბინძურება; 5. ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური პროცესების მოდელირება.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემია, საქართველის საინჟინრო აკადემია,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი.