RSS

შეგროვებული და დახარისხებული ნარჩენების გამოყენება

20 მაისი

nagaviბოლო ათწლეულის განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა შესაფუთი მასალების წილი- პლასტიკა, მუყაო, ქაღალდი, ფერადი მეტალები საქართველოს ქალაქებისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების საერთო ნაკადში საგრძნობლად გაიზარდა საკვები და მცენარეული ნარჩენი, მაკულატურა, პოლიმერიული მასალები, მინა და სხვა.მინა – ისეთი ალკოჰოლური სასმელებისა და სხვადასხვა ლოუსების მოხმარების ზრდამ, რომლებიც ჩასხმულია არასტანდარტულ შუშის ბოთლებში და არ მიიღება მინის ჩასაბარებელ პუნქტებში, მკვეთრად გაზარდა მინის ნამსხვრევების რაოდენობა. ასეთი ტიპის ნარჩენების შეგროვებისა და შემდგომი გადამუშავების შედეგად მიიღება სხვადასხვა ფრაქციის მინის ფხვნილი, მინის ნაწარმი და სამშენებლო მასალები.
ზოგიერთ ქვეყნებში მინის ნარჩენების განცალკევებული შეგროვებით დაკავებული არიან სპეციალიზირებული საწარმოები:
• ამერიკის შეერთებულ შტატებში მინის მწარმოებელ ფირმებს გააჩნიათ სპეციალური შემგროვებელი პუნქტები. ხოლო, მინის ნამსხვრევების სორტირებისა და გადამუშავების დანადგარები, როგორც წესი დამონტაჟებულია უშუალოდ მინის ქარხნებში.
• გერმანიაში ფირმებს, რომლებიც დაკავებულები არიან მინის ნარჩენების შეგროვებით, მინის ქარხნებში ეს ნედლეული უკვე წინასწარ დამუშავებული და შესაბამის ზომებად დამსხვრეული შეაქვთ.
• უნგრეთში მინის ნარჩენების, ისევე, როგორც სხვა მეორად ნედლეულს, აგროვებენ ორგანიზაციები. ნარჩენები გროვდება, როგორც სპეციალურ სტაციონალურ კონტეინერებში, ასევე აქ იყენებენ „მოძრავ“ მეთოდს, რომელიც ასევე გულისხმობს წარმოებებისა და დასახლებული უბნების რეგულარულ შემოვლებს.

პლასტიკატი – ეკონომიკური თვალსაზრისით პლასტმასები, ყველაზე რთულ მასალას წარმოადგენენ გადამუშავებისთვის. რაც გამოწვეულია მათში ისეთი მინაერთების არსებობით, როგორიცაა: სტაბილიზატორები, საღებავები, პლასტიფიკატორები, დანამატები და სხვა.
სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ბიზნეს-საწარმოების, გარკვეული საქონლის შეფუთვის შემდგომ, დიდი რაოდენობით რჩებათ ნარჩენი, რომელთა გატანა და შემდგომი განთავსება უნდა მოხდეს მათივე ხარჯით. ამ ნარჩენების გადამამუშავებლებს შეუძლიათ მოლაპარაკების საფუძველზე, ამ ნარჩენების შესყიდვა. რაც ორივე მხარისათვის ხელსაყრელია, პოლიმერული ნარჩენების მწარმოებლებს ეხსნებათ ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯები, ხოლო გადამამუშავებლები ღებულობენ სამაოდ სუფთა ნედლეულს.
მაკულატურა – ქარალდის მწარმოებელთა ევროპული კონფედერაციის მონაცვლეობით 90-იანი წლების დასაწყისიდან, მსოფლიოში მაკულატურის გადამუშავების მოცულობა გაიზარდა 70-% ით, ევროპაში კი 55-% ით. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საზოგადოებაში სეპარირების კულტურის დანერგვას, სუფთა ნედლეულის გადამუშავება ნაკლები დანახარჯებით და დიდი წარმადობით ხასიათდება. რაც მეორადი ნედლეულის მწარმოებელ ქარხნებს საშუალებას აძლევს კონკურენცია გაუწიონ იმ ქარხნებს, რომლებიც პირველად ცელულოზას მოიხმარენ.
ლითონი – ლითონები, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირების ყველაზე უფრო მოწესრიგებული და კონკურენტული ნედლეულია. თუ ლითონების რაღაც ნაწილი მაინც მოხვდა ნარჩენების საერთო მასაში, მისი გამოცალკევება ქარხანაში, სორტირების პროცესში ადვილია-მაგნიტური სეპარაციის მეთოდით.
ლითონების გადამუშავება შესაძლებელია მრავალჯერადად და მათი ნაწარმის დიდი ადგილი უკავია ჩვენს ყოველდღიურ ყოფიერებაში.

გიორგი ზედგინიძე

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s