RSS

8 წლის განმავლობაში, მთვარეზე მეტეორის ყველაზე ძლიერი დარტყმა მოხდა

19 მაისი

mtvare001ნასას ასტრონომები 2005 წლიდან აკვირდებიან მთვარეზე მეტეორების შეჯახებას, ყველაზე ძლიერი შეჯახება დაფიქსირდა პარასკევს.
„ობიექტი,რომელიც ლოდის ხელა იყო წვიმის დროს ჩავარდა ზღვაში. აფეთქებას თან ახლდა ნათება,რომელიც ათჯერ მეტი ძალის იყო ვიდრე აქამდე მომხდარი აფეთქებები,“ – განაცხადა ნასას მეტეორების შემსწავლელმა ბილ კუკმა. ნასა, უკვე 8 წელია აკვირდება მთვარის ნათებებს, რომლებიც გამოწვეულია მეტეორის შეჯახებით. დაკვირვების დაწყებიდან დღემდე მთვარეზე დაფიქსირებულია მეტეორის 300-ზე მეტი შეჯახების ფაქტი.ნასას ასტრონომი რონ საგსი ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც დააფიქსირა მთვარეზე ყველაზე ძლიერი შეჯახება.
„ეს შეჯახება განსხვავებული იყო. ამ დროს, ყველაზე დიდი გამოსხივება მოხდა, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც შეგეძლო დაგენახა“.
მეცნიერების თქმით, შეჯახებას, შეიძლება გამოეწვია დედამიწაზე დაახლოებით 40 კილოგრამის ნამსხვრევების ცვენა. მათი ვარაუდოთ, მთვარეზე მეტეორის შეჯახება უდრიდა 5 ტონა ტროტილის აფეთქებას.
კანადის უნივერსიტეტის პროფესორის განცხადებით ეს აფეთქება, შეიძლება იყოს, შემდეგი აფეთქებების მომასწავებელი. ცოტა ხნის წინ, მეცნიერმა აღმოაჩინა, რამდენიმე დიდი ზომის მეტეორი, რომლებიც მთვარესთან ახლოს მოძრაობდნენ.
ნასას სპეციალისტები აპირებენ შეამოწმონ მთვარის ზედაპირი, სადაც შეჯახება მოხდა, მათი ვარაუდით, მეტეორთან შეჯახების შემდეგ, დაახლოებით 20 მეტრიანი კრატერი წარმოიქმნებოდა.

მოამზადა გიორგი ზედგინიძემ

ფოტო: ოლიკო ცისკარიშვილი

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s