ხვალ, 20 მაისს, წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი. ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.
,,დასავლეთ საქართველოში ველოდებით წვიმას მცირე ელჭექით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელი წვიმა, შესაძლებლია სეტყვაც”, – აცხადებენ სინოპტიკოსები და აღნიშნავენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 17-22 გრადუსამდე შენარჩუნდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში ჰაერი 19-14 გრადუსამდე გათბება.