კიევში ყველაზე დიდი უპატრონო ცხოველთა თავშესაფარი გაიხსნა, თავშესაფრის გახსნის ორგანიზატორები გერმანული არასამთავროგორ ორგანიზაციაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხსნის ფილიალებს და ცდილობს დაეხმაროს უსახლკარო ცხოველებს.„ამ თავშესაფარში შევიფარებთ უამრავ ცხოველს, რაიმე პრობლემის შემთხვევაში ვუმკურნალებთ და ვეცდებით დავაბინაოთ. ასეთი თავშესაფარი აუცილებელია იყოს ყველა დიდ ქალაქში, რათა უპატრონო ცხოველთა რიცხვი შემცირდეს და მოსახლეობაც და ცხოველების იყვნენ დაცულები სხვადასხვა დაავადებებისგან,“ – განაცხადა თავშესაფრის დირექტორმა ანატოლი გოლუბჩენკომ.
მოამზადა გიორგი ზედგინიძემ