„მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მინაბიდან 88 კილომეტრის მოშორებით იყო და მისი სიღრმე 9,9 კილომეტრით ფიქსირდება” – აცხადებენ სეისმოლოგები.
ამ დროისთვის უცნობია, მიწისძვრის შედეგად რამდენი ადამიანი დაშავდა.შეგახსენებთ, რომ შარშან ქალაქ ბუშერში, რომელიც 90 კილომეტრით დაშორებულია ქალაქ მინაბთან მოხდა 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა. სტიქიამ მაშინ 37 ადამიანი იმსხვერპლა და დაშავდა 850. მიწისძვრის შედეგად დაინგრა 800-მდე საცხოვრებელი.
მოამზადა გიორგი ზედგინიძემ