RSS

დიდი ბრიტანეთის უხუცესი კუ, რომელმაც ხუთი მონარქი გაისტუმრა, ვირთხის ნაკბენისგან გარდაიცვალა

17 May

kuდიდი ბრიტანეთის უხუცესი კუ, რომელმაც ხუთი მონარქი გაისტუმრა ვირთხის ნაკბენისგან გარდაიცვალა, – წერს გაზეთი “დეილი მეილი”.

130 წლის რეპტილიის პატრონებმა ქალაქ გერნსიდან შეამჩნიეს, რომ მათი საყვარელი არსება აღარც თავის საყვარელ სალათს მიირთმევდა და აღარც გადაადგილდებოდა. ბოლოს აღმოაჩინეს, რომ უკან უზარმაზარი ჭრილობა ქონდა, რომელიც ნაკბენს გავდა.

“ვეტერინარმა როცა გასინჯა, მან აღნიშნა, რომ ნაკბენი ბაღის ვირთხისა იყო, რომელსაც შეეძლო სერიოზული ინფექციის შეჭრა. მკურნალობის შემდეგ თომასმა მოძრაობა დაიწყო, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი საყვარელი არსების გადარჩენა ვერ შევძელით, ორი კვირის შემდეგ მისი დაძინება მოგვიწია,” – აღნიშნა ჯუან ლე გალეზმა.

54 წლის ქალმა განმარტა, – “კუ ოჯახში 35 წლის წინ გამოჩნდა, ნათესავმა ჩამოიყვანა ლონდონის გარეუბნიდან ილფორდიდან. მას კი კუ მამისგან ერგო 1922 წლიდან, მამამისს კი ლონდონის ზოოპარკის თანამშრომლისგან.”

სწორედ, ჯუანმა 1978 წელს გახსნა რეპტილიის საიდუმლო, ვეტერინართან ერთ-ერთი ვიზიტისას აღმოჩნდა, რომ ასწლოვანი ტომასი იყო მდედრობითი სქესის. “მეგობრები გვეუბნებოდნენ, რომ სახელი გადაგვერქვა და დაგვერქმია ტომასინო, თუმცა მაიცნ გადავწყვიტეთ, რომ ისევ ძველი სახელი რქმეოდა,” – ყვება დიასახლისი.

ოჯახის ცნობით, რეპტილია, შესაძლოა, ამ ქვეყანას მოევლინა 1882-1882 წლებში. ამგვარად, მას უცხოვრია მაშინ როცა მეფობდა დედოფალი ვიქტორია, მეფე ედუარდ VII, გეორგ V, ედუარდ VIII, გეორგ VI და გარდაიცვალა დედოფალი ელიზავეტა II მეფობისას. კუ, შეიძლებოდა ლონდონის მომკვდარიყო დაბომბვისას დაღუპულიყო, მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ის აღმოჩნდა ძველი სახლის ნანგრევებში, მაგრამ ბედისწერის წყალობით ტომასი ცოცხალი გადარჩა. ახლა კი რომელიღაც ბაღის ვირთხამ, სიცოცხლე მოუსწრაფა კუს, რომელსაც სულ თავისუფლად შეეძლო გაესტუმრებინა იმ ქვეყნად მეექვსე ბრიტანელი მონარქიც.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s