21 მაისს ევროპის სახლში გაიმართება ლექცია, რომლის ავტორის კრის სლაპედნელის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ვეფხვების გადასარჩენად ამ საკითხისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
ბუნების სიმდიდრეები: ახალი მიზნები
ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჰოლანდიელი კრის სლაპენდელი კონსულტანტად მუშაობს მცირე და დიდი კომპანიებისთვის. მას შემდეგ, რაც ბევრი რამ წაიკითხა გადაშენების პირას მდგომი ვეფხვის (მისი საყვარელი ცხოველის) შესახებ, გადაწყვიტა ცხოვრების ერთი წელი და დანაზოგის დიდი ნაწილი ვეფხვის გადარჩენას დაუთმოს. ამ მიზნის მისაღწევად, მან თანამედროვე მულტიმედიური ექსპედიცია, TigerTrail, არჩია.
2013 წლის 15 მაისიდან 15 ნოემბრამდე ის იმოგზაურებს ქვეყნებში, სადაც ვეფხვები ერთ დროს ცხოვრობდნენ ან დღემდე ბინადრობენ. რა არის მისი მიზანი? კრისს სურს, ადამიანებმა მეტი იცოდნენ იმ კრიტიკული ვითარების შესახებ, რომელშიც ვეფხვები იმყოფებიან, და გაიგონ, რომ ვეფხვი, რომელიც, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ცხოველია, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გადაშენდება!
ექსპედიციის დროს, კრისი ვეფხვების ისტორიას მოყვება და ეს საშინელი ისტორიაა. ის მოგვითხრობს ბუნებაში მტაცებლების მდგომარეობის უფრო ფართო სურათის, ანუ იმის შესახებ, რომ ჩვენი შვილები ბუნებით სრულფასოვნად ვეღარ დატკბებიან.
ვეფხვის გადარჩენისკენ მიმართული მისი ძალისხმევა რამდენიმე ძირითად ელემენტს მოიცავს. ეს ეხება არა მხოლოდ არაეფექტურობას ბუნებისდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობაში, არამედ იმასაც, თუ როგორ უდგებიან მთავრობები გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ის აგრეთვე ისაუბრებს იმაზე, რომ გაეროს ათასწლეულის მიზნები კონტრპროდუქტიულია, როდესაც საქმე ეხება ბუნებას, რომელიც ყველანაირი სიცოცხლის, მათ შორის – ადამიანების სიცოცხლის წყაროა.