ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატში ტორნადოს შედეგად, უკანასკნელი მონაცემებით, 6 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება. ტორნადომ მნიშვნელოვანი ზიანი ქალაქ გრენბერს მიაყენა, სადაც საცხოვრებელი სახლების უდიდესი ნაწილი მთლიანად გაანადგურა.ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, ტორნადოს შედეგად 30-მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა, თუმცა მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დაზარალებულები სახელმწიფო საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც დროული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ტორნადომ ასევე დალასისა და პარკერის რაიონებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.