ნასა: მარსი ყოველწლიურად 200-ზე მეტ “ასტეროიდულ დარტყმას” იღებს
16მაისი
მარსიდან (Mars Reconnaissance Orbiter) გადაღებული კადრებით, მეცნიერებს პირველად მიეცათ საშუალება დაეთვალათ ასტეროიდების რაოდენობა, რომელიც პლანეტის ზედაპირზე ეცემა, იტყობინება ნასა.
აპარატი MRO, 2006 წლიდან იღებს მარსის ზედაპირს. მეცნიერებმა შეადარეს ერთი და იგივე რეგიონის კადრები, სხვადასხვა წლებში გადაღებული და აღმოაჩინეს 248 ახალი კრატერი, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში გაჩნდა.
მათ შორის ყველაზე პატარას ზომა ოთხი მეტრია, რომლებიც წარმოიქმნენ ობიექტების ვარდნის შედეგად, რომლის დიამეტრი ერთ-ორ მეტრს შეადგენდა. დედამიწამდე ამ ზომის ასტეროიდები უბრალოდ ვერ აღწევენ და ატმოსფეროში იწვიან, მარსის ატმოსფეროს კი მათი შეჩერება, უბრალოდ არ შეუძლია.
მონაცემების გადამუშავების შემდეგ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მარსზე წელიწადში 200-მდე მეტეორი და ფრაგმენტი ეცემა.