RSS

ჰოლანდიაში შავი ტიტის შექმნის დღე აღნიშნეს

15 May

titaცნობილია, რომ ტიტების სამშობლო საბერძნეთია, უფრო ადრეულ ცნობებს ტიტების შესახებ ირანიდან მომდინარეობს. ირანიდან ტიტები თურქეთში მოხვდა, სადაც ხალხის გული მალევე დაიპყრო. უკვე XVI საუკუნეში ტიტების სხვადასხვა სახეობებს ვხვდებით. სულთანის ცოლები თვლიდნენ, რომ ეს ყვავილები მათი ღმერთისადმი სიყვარულის სიმბოლო იყო.1554 წელლს ავსტირიის იმპერატორმა ოგ დე ბუბსეკმა სულთანის ბაღში ეს ყვავილი იხილა, რომელმაც მისი ყურადღება მისი სილამიზით და განსაკუთრებულობით მიიპყრო. ელჩმა მისი ფესვები შეიძინა და ვენაში ჩაიტანა. ყვავილი ვენის ბაღში მოხვდა, რომლის ხელმძღვანელი ჰოლანდიელი ბოტანიკოსი ბაროლ დელ ეკლუ იყო, კლუზიუსის სახელით ცნობილი.
ასე მოხვდა ტიტები ჰოლანდიაში, სადაც მან დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამ ქვეყანაში ტიტების მოვლა იმდენად გაიზარდა, რომ ტიტებისმანიაში გადაიზარდა. პატარა ნერგს ეტლსა და ცხენში ცვლიდნენ, ახალი ჯიშის სანაცვლოდ კი სახლისა და მიწების ყიდვაც კი იყო შესაძლებელი.
შავი ტიტის ისტორია კი აფრიკულ ვნებას უკავშირდება. ჰარლემელმა “ნეგრებმა” გადაწყვიტეს, რომ საკუთარი შავი ტიტები ჰქონოდათ, ამიტომ მთელი მსოფლიოს ბოტანიკოსებს მიმართეს, რათა მათი თხოვნა შეესრულებინათ. გამარჯვებულს 10 000 ოქროს მონეტას პირდებოდნენ. ამ ყვავილს მსოფლიოსთვის უნდა ეთქვა, რომ შავი ფერი არც ისე ცუდია, სხვა ფერთან შედარებით. ის იქნებოდა სიმბოლო, რომელიც დაუკავშირდებოდა შავკანიანების სილამაზეს. ბოტანიკოსები დიდი ხანი ცდილობდნენ ჰარლემელების შეკვეთის შესრულებას და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწიეს და დანერგეს შავი ტიტა.
1637 წლის 15 მაისი შავი ტიტის დაბადების თარიღად ითვლება. დღესასწაულზე მთელი მსოფლიოს წამყვანი ბოტანიკოსები მოიწვიეს. დღესასწაული საკარნავალო მსვლელობით გაიხსნა, სადაც ჰარლემელი მამაკაცები შავი ტიტებით ხელში მოდიოდნენ.
1986 წლის მარტში ჰოლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის დირექტორმა ჰენკ ვან დამმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მთლიანად შავი ტიტის ნიმუშები შეიმუშავეს. ასე, სანიმუშო მაგალითის შემდეგ, 1637 წლიდან მოყოლებულ მასობრივ წარმოებაას 350 წელი დასჭირდა.

მოამზადა ხატია გოგოხიამ

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s