გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ხვალ მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს გააცნობენ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ხვალინდელი პრესკონფერენციის ფარგლებში მინისტრი ხათუნა გოგალაძე განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობის, ახლად შექმნილი უწყებების უფლებამოსილებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ისაუბრებს.სამინისტრომ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც 50-მდე კანონპროექტისგან შედგებოდა, გასულ წელს წარუდგინა. ცვლილებების თანახმად, სამინისტრო ახორციელებს არა მხოლოდ გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვას, არამედ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვასაც (გარდა ნავთობისა და გაზისა); შეიქმნა ტყის პოლიტიკის, მიწის რესურსების დაცვის, კატასტროფების რისკების მართვის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურები.
ასევე ჩამოყალიბდა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობა, დაცული ტერიტორიებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოები.
ხვალ მედია გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობა
15
მაისი