დღე-ღამის განმავლობაში მზეზე ორი ძლიერი ამოფრქვევა მოხდა
14მაისი
2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, მზეზე ასეთი ძლიერი რადიქატიული ამოფრქვევა არ ყოფილა, ბოლო 24 საათის განმავლობაში ორჯელ მოხდა, თუმცა მეცნიერები მაგნიტურ ქარიშხალს არ ელიან.
აშშ-ს ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის ნაციონალური სამმართველო (NOAA) კოსმოსური ამინდის ცენტრის მონაცემებით, მზის აღმოსავლეთ მხარეს ძლიერი ამოფრქვევა დაფიქსირდა, რომელიც მიეკუთვნება X2.8 კლასს, მანამდე კი კიდევ ერთი ამოფრქვევა დაფიქსირდა.
ცნობილია, რომ მზეზე ამოფრქვევების სიმძლავრე დაყოფილია კლასებად: A, B, C, M, X; სპეციალისტების განმარტებით, ეს წყვილი ამოფრქვევა ყველაზე ძლიერი იყო, მზეზე ამ ბოლო დროს ამოფრქვევათა შორის.