გარემოს დაცვის სამინისტროში ხვალ ფოტოკონკურსის – “დედამიწის საათი 2013 საქართველოში”, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, გამარჯვებული ფოტოგრაფები წლევანდელი დედამიწის საათის საქართველოს აქციის ორგანიზატორებისგან (სასტუმროების ქსელი “შერატონი”, “ბილაინი”, “ახალი ნათება”, “გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიური ქსელი” (CENN) და გაზეთი Georgia Today) სამახსოვრო პრიზებს მიიღებენ.“ხუთივე გამარჯვებულს მიეცემა შესაძლებლობა მოინახულოს საქართველოს დაცული ტერიტორიები და კიდევ უფრო მეტი განსაცვიფრებელი ფოტო და ვიდეო გადაიღოს, რასაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფენ”, _ აცხადებენ სამინისტროში.
ღონისძიებას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი დაესწრებიან.
ფოტოკონკურსი “დედამიწის საათის საქართველოში” გამოცხადდა საქართველოში “დედამიწის საათის” შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად. დედამიწის საათის ფარგლებში 23 მარტს ფოტოკონკურსის მონაწილეებმა საკვანძო შენობების ფოტოები გადაიღეს ელექტროგანათების ჩაქრობამდე და მისი ჩაქრობის შემდეგ.
ფოტოკონკურსის – “დედამიწის საათი 2013 საქართველოში” გამარჯვებულები ხვალ დაჯილდოვდებიან
13
მაისი