სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა ირანში მომხდარი 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად. ამის შესახებ USA Today იუწყება. მიწისძვრა ირანის სამხრეთ დღეს დილით დაფიქსირდა და ათობით სახლი დააზიანა. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ. ირანში, აპრილში მომხდარი 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 37 ადამიანი ემსხვერპლა, 2003 წელს კი ისტორიულ ქალაქ ბამში მომხდარ 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 26 ათასი ადამიანი დაიღუპა.
ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
11
მაისი