RSS

ეთნოგრაფიულ მუზეუმში ,,ახალი ღვინის ფესტივალი 2013″ გაიმართა

11 May

Rvinis festivali 05,,ღვინის კლუბის” ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თბილისის მერიის  მხარდაჭერით  ეთნოგრაფიულ მუზეუმში წლის ერთერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – ,,ახალი ღვინის ფესტივალი 2013″   გაიხსნა. ღონისძიება მიზნად ისახავს ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობას და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას. ფესტივალი გახსნეს ,,ღვინის კლუბის” პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა და ,,საქპატენტის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ღვალაძემ.,,ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის კულტურის ნაწილია და ასეთი ღონისძიებები ნამდვილად ხელს უწყობს ადგილობრივი ღვინის შესახებ ცნობადობის გაზრდას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი მეღვინეობა-მევენახეობის განვითარება და ხელშეწყობაა.  მალე ქართულ ღვინის ექპორტი კიდევ უფრო გაიზრდება და საერთაშორისო ბაზარზე ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს,” – განაცხადა დავით გალეგაშვილმა.

ფესტივალის გახსნისას “ღვინის ეროვნული სააგენტოს” თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ  მნიშვნელოვანია ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს, რადგანაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იმართება მსგავსი ტიპის გამოფენები, რაც ხელს უწყობს ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებას. მან ასევე აღნიშნა, რომ სააგენტო ყოველთვის მზად იქნება მხარი დაუჭიროს ასეთი ტიპის ღონისძიებებს.

“ახალი ღვინის ფესტივალმა”  ადგილობრივებთან ერთად, უცხოელ ტურისტებს უმასპინძლა, რომელთა დიდი ნაწილი, საქართველოში, სპეციალურად აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად  ჩამოვიდა.

“ახალი ღვინის ფესტივალი 2013”-ზე წარმოდგენილი იყო  როგორც  ცნობილი ღვინის მწარმოებელი კომპანიების,  ასევე მცირე მარნების და ოჯახური მეურნეობების  ბოლო მოსავლით დაყენებული ღვინოები.

ფესტივალზე  დამსწრე სტუმრებს, საქართველოს თითქმის ყველა ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონიდან  წარმოდგენილი  კარგად ნაცნობი და იშვიათი ქართული ჯიშების ყურძნისაგან დაყენებული ღვინის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s