RSS

ბათუმში ტურისტული გამოფენა „EXPO BATUMI 2013“ გაიხსნა

10 მაისი

baTumi13დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-6 საერთაშორისო გამოფენა „EXPO BATUMI 2013″ გახსნა. გამოფენაში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველო, თურქეთი, ირანი, სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი, ესპანეთი და ჩინეთი.გამოფენაზე გაიმართა სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.
არჩილ ხაბაძის განცხადებით, „ეს გამოფენა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის ტურისტულ სეზონს დაემთხვა. მასში 8 ქვეყანა მონაწილეობს. გვესტუმრნენ ტრაბზონის, რიზესა და ართვინის გუბერნატორები. ღონისძიება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და მონაწილე ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების გაღრმავებას.”
გამოფენის ორგანიზატორები არიან შპს „GEONET EXPO”, აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ბათუმის ტურისტული სააგენტო.

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s