RSS

“ახალი ღვინის ფესტივალი” ეთნოგრაფიულში

10 May

Rvinis festivali 03ხვალ, 11 მაისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, “ღვინის კლუბის” ორგანიზებითა და “ღვინის ეროვნული სააგენტოს” პატრონაჟით, რიგით მეოთხე “ახალი ღვინის ფესტივალი” გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება როგორც მსხვილი ღვინის კომპანიები, ასევე მცირე და ოჯახური მარნები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოს. ფესტივალს გახსნის “ღვინის ეროვნული სააგენტოს” თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი.ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ წელს ამ ღონისძიებაში ოცდაათამდე კომპანია და კიდევ უფრო მეტი ოჯახური მარანი მიიღებს მონაწილეობას, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ის ასევე ბევრ სტუმარსაც ელის, მათ შორის – უცხოელ ტურისტებს, რომელთა დიდი ნაწილი უკვე სპეციალურად მასზე დასასწრებად ჩამოდის საქართველოში.
„აქ ღვინოები საქართველოს თითქმის ყველა ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონიდან არის წარმოდგენილი, იხილავთ ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების ყურძნისაგან დაყენებულ ღვინოებსაც.
„ახალი ღვინის ფესტივალი” დღის 11 საათიდან ელის ყველა მსურველს, რომელსაც შეუძლია გაეცნოს და დააგემოვნოს საუკეთესო ახალი ღვინოები”- განმარტავენ სააგენტოში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s