RSS

ბათუმში ზღვამ ორი დელფინი გამორიყა

08 მაისი

2222ბათუმში ზღვამ ორი დელფინი გამორიყა. როგორც ასოციაცია “ფლორა და ფაუნას” გამგეობის თავმჯდომარე, არჩილ გუჩმანიძე აცხადებს, დელფინები სავარაუდოდ მორბივირუსით იყვნენ დაავადებულნი, რადგანაც შავ ზღვაში აღნიშნული დაავადების ეპიდემიაა. არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, 2012 წელს, მორბივირუსით დაავადების პიკი იყო და ასოციაცია “ფლორა და ფაუნამ” საქართველოს საზღვაო აკვატორიაში დელფინების გამორიყვის 160-მდე შემთხვევა დაითვალა. როგორც გუჩმანიძე აცხადებს, დღევანდელი შემთხვევის გარდა, დღემდე დელფინების გამორიყვის 9 ფაქტი იყო დაფიქსირებული.
ასოციაცია “ფლორა და ფაუნას” გამგეობის თავმჯდომარის განმარტებით, მორბივირუსი, ძირითადად, თეთრგვერდა და ზღვის ღორის ჯიშის დელფინებში ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ შავ ზღვაში 3 სახეობის დელფინი ბინადრობს, საიდანაც 2 წითელ წიგნშია შეტანილი.

ფოტო: გიორგი ბაზაევი

http://www.ghn.ge

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s