RSS

თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი თბილისში

02 მაისი

tam 0012-9 ივნისს თბილისში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალის პირველი ღონისძიებები ჩატარდება.

ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 7 მაისს, 11.00 სთ-ზე, ევროპის სახლში გაიმართება პრეს-კონფერენცია. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის თბილისში ჩატარების იდეა 2012 წელს გაჩნდა და ის თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარების და შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას ემსახურება. ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორია ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია  “პლატფორმა ცვლილებებისთვის”, რომლის მიზანიცაა კულტურის როლის, როგორც სოციალური ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, დიალოგისა და ინტერაქციის გაღრმავება ხელოვანებს შორის საერთაშორისო დონეზე ინოვაციურ სახელოვნებო პრაქტიკაზე და მრავალფეროვან პრეზენტაციის ფორმებზე დისკურსის გაფართოებით. tam 002ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ორ ძირითად მიმართულებას: თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას. ფესტივალის პირველი გამოშვება 18 თვეზე იქნება გაშლილი. იგი გაიხსნება 2013 წლის 2-9 ივნისს თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების პროგრამით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი, შვეიცარელი, ფრანგი, ავსტრიელი და ხორვატი მოცეკვავეები, ქორეოგრაფები და თანამედროვე ცეკვის ფესტივალების წარმომადგენლები; პარალელურად ჩატარდება გრაფიტის/სთრით არტის 3-დღიანი ფესტივალი. მის ფარგლებში თბილისის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მხატვრები ბელგიელ, ქართული წარმოშობის გრაფიტის ხელოვან ზუკა მიქაბერიძესთან ერთად ახალ მიწისქვეშა გადასასვლელს მოხატავენ.

შემდეგ, 2013 წლის სექტემბერში ჩატარდება ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის, ბალეტმეისტერისა და პედაგოგის,  გიორგი ალექსიძისადმი მიძღვნილი პირველი კონფერენცია. 2013 წლის 1-14 დეკემბერი დაეთმობა ექსპერიმენტული ხელოვნების გამოფენებს, 2014 წლის 24-28 თებერვალს კი გაიმართება დოკუმენტური ფილმების ჩვენება სამხრეთ კავკასიის საბალეტო ტრადიციების შესახებ, რითაც პატივს მივაგებთ კლასიკურ ბალეტს, რომლის გარეშე ვერც თანამედროვე ცეკვა განვითარდებოდა.

ფესტივალის მხარდამჭერები: შვვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და თბილისის მერია, ფესტივალის პარტნიორი: ევროპის სახლი

პრეს-კონფერენციას დაესწრებიან  შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

ფესტივალის 2013 წლის ივნისის ღონისძიებების პროგრამა:

2 ივნისი, 20. 00  სთ, სამეფო უბნის თეატრი – სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ქორეოგრაფების სპექტაკლები (რიმა პიპოიანის სპექტაკლი დანტეს ნაწარმოებების ვარიაციებზე, საბინა შიხლინსკაიას და სამარავეეროვა-კერნერის (www.karner-samara.artfolder.net) პერფორმანსი და მარიამ ალექსიძის სპექტაკლი V & V)

3 ივნისი, 19. 00 სთ, ევროპის სახლი – დებატები მდიდარი საბალეტო ტრადიციის მქონე ქვეყნებში თანამედროვე ცეკვის და პერფორმანსის ხელოვნების განვითარების პექსპექტივებზე ზაგრების/ნიუ-იორკის და ტოკიოს Queer ფესტივალის დამაარსებლის ზვონომირ დობროვიჩის, ქართველი ქორეოგრაფის მარიამ ალექსიძის და აზერბაიჯანისა და სომხეთის კულტურის სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობით

3 ივნისი, 21. 00  სთ, ვერის ბაღი – ლელა ჭინჭარაულის პერფორმანსი ღია ცის ქვეშ ჯგუფ ”არბალეტის” და ანსამბლ ”ქართველოს” მონაწილეობით.

3-4 ივნისი, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია – გრაფიტის ფესტივალი

4 ივნისი,  12. 00 სთ, ვ. ჭაბუკიანის სახ. ქორეოგრაფიული სასწავლებელი – ტატიანა ფატეევას (www.tsekh.ru) მასტერკლასი თანამედროვე ცეკვის საშემსრულებლო ტექნიკაში სასწავლებლის სტუდენტებისა და მოყვარულებისთვის

5 ივნისი, 15. 00 სთ, ევროპის სახლი – ხელოვანების, გრაფიტის შემსრულებლების და სტუდენტების შეხვედრა ზუკა მიქაბერიძესთან, გრაფიტის ისტორიის შესახებ ფილმის ჩვენება

9 ივნისი,  12. 00 სთ,  ვ. ჭაბუკიანის სახ. ქორეოგრაფიული სასწავლებელი – ტატიანა ფატეევას (www.tsekh.ru) მასტერკლასი თანამედროვე ცეკვის საშემსრულებლო ტექნიკაში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავეებისთვის

9 ივნისი, 20. 00 სთ, სამეფო უბნის თეატრი – ჟილ ჟობენის (ჟენევა) დასის სპექტაკლი ”Spider Galaxies” ქორეოგრაფის თანდასწრებით (ნაწყვეტის ნახვა შეგიძლიათ აქ: http://vimeo.com/42267939).

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s